დირექტორი

მურად ჯიშკარიანი

დაბადების თარიღი - 1958 წლის 2 ივლისი.

2015 წლიდან დღემდე ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი.

2005-2015 წლები ქუთაისის N28 საჯარო სკოლის დირექტორი.

1986-2005 წლები წყალტუბოს ზონის სოფ. გუმათის არასრული საჯარო სკოლის დირექტორი.

1982-1985 წლებში წყალტუბოს ზონის სოფ. ოფურჩხეთის საშუალო სკოლის ისტორიის პედაგოგი.

1977-1982 წლებში ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი. ქართული ენა, ლიტერატურა და ისტორიის პედაგოგის სპეციალობით.

1975-1976 წლები ქუთაისის N33-ე პროფესიული სასწავლებელი

1965- 1975 წლები ქუთაისის N28  საშუალო სკოლა

მურად ჯიშკარიანი იყო  ზვიად გამსახურდიას მმართველობის პერიოდში საკრებულოს წევრი.

ასევე 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს ქალაქის საკრებულოს წევრობის კანდიდატი.

მისი ხელმძღვანელობის დროს მოხდა ქუთაისის N28 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია.

ასევე  2016 და 2017  წლებში მოხდა მეორე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია.

სკოლა არის ერთ- ერთი მოწინავე რესპუბლიკაში.

მურად ჯიშკარიანი არის  არაერთი პროექტის განმხორციელებელი.

იყო  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მრჩეველთა საბჭოს წევრი.

დღემდე არის წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკრედიტაციის საბჭოს წევრი.

მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა 5 თემატური კონფერენცია.