მკითხველთა კლუბი

შესახებ

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაშ ფუნქციონირებს მკითხველთა კლუბი „ მწიგნობარი“

მკითხველთა კლუბი დაარსდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწვალებლის მარინა ჭეიშვილის ორგანიზებითა და ხელმძღვანელობით 2022 წლის 1 დეკემბერს. კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია. კლუბის წევრი შეიძლება გახდეს VII-IX კლასების მოსწავლე, რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს. 

კლუბის მიზანია:

  •  მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება, წიგნის გააზრებული კითხვის, კრიტიკული აზროვნების, პრეზენტაციის უნარის განვითარება. 
  • მოსწავლეებისთვის  სხვადსხვა ჟანრისა და თემატიკის ლიტერატურის გაცნობა
  • მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნებისა და თანამშრომლობის უნარების ჩამოყალიბება.
  • მოსწავლეთათვის თვითგამოხატვის შესაძლებლობების მიცემა. 
  • მოსწავლეთა ინიციატივების ხელშეწყობა

კლუბის დევიზია: "იპოვე წიგნით საკუთარი თავი"

 

 

 

 

                                                     მკითხველთა კლუბის  წესდება

 

1.1. სსიპ ი. ოცხელის  სახ. ქუთაისის #2 საჯარო  სკოლის მკითხველთა კლუბი დაფუძნებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ ,საქართველოს კანონის 48-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ’’ .საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ,2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის წესდების ,მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე  მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრთა ინიციატივით. 

2. კლუბი დაფუძნებულია 2022 წლის 1 დეკემბერს 5 თვის ვადით მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით. 

3. კლუბს აქვს სახელწოდება და ლოგო. 

4. კლუბის მისამართი:  ქუთაისი, გ.ტაბიძის ქუჩა #58

 

კლუბის მიზნები

  

2.1. მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება, წიგნის გააზრებული კითხვის, კრიტიკული აზროვნების, პრეზენტაციის უნარის განვითარება. 

2.2 მოსწავლეებისთვის  სხვადსხვა ჟანრისა და თემატიკის ლიტერატურის გაცნობა

2.2. მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნებისა და თანამშრომლობის უნარების ჩამოყალიბება.

2.3. მოსწავლეთათვის თვითგამოხატვის შესაძლებლობების მიცემა. 

2.4 მოსწავლეთა ინიციატივების ხელშეწყობა

2.5. კლუბი უფლებამოსილია   განახორციელოს  ნებისმიერი  საქმიანობა, რომელიც  ემსახურება  კლუბის მიზნებს, ინტერესებს, ორიენტირებულია  შედეგზე   და  არ ეწინააღმდეგება  საქართველოს  კანონმდებლობას; 

 

კლუბში გაწევრიანება 

 

1. კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია. 

2. კლუბის წევრი შეიძლება გახდეს VII-IX კლასების მოსწავლე, რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს. 

3. კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს წერილობითი განცხადებით. (დანართი 1)

4. კლუბის წევრს უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია კლუბისა და მისი საქმიანობის თაობაზე. 

5. კლუბის წევრი ვალდებულია, მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში,დაიცვას წესდების მოთხოვნები, შეასრულოს დავალებები და ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. 

6. კლუბი პასუხისმგებელია მისი წევრის მხოლოდ იმ საქმიანობაზე ,რომელიც დაკავშირებულია კლუბის საქმიანობასთან. 

7. კლუბის დამფუძნებელი და კლუბში შემდგომ გაწევრებული პირები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით. 

8. კლუბი შედგება კლუბის წევრებისგან, რომელთა რაოდენობაა, არა უმეტეს 20 მოსწავლისა. 

9. კლუბს ჰყავს კოორდინატორი, რომლის უფლებამოსილებაა, უხელმძღვანელოს კლუბის საქმიანობას,კლუბის მიერ განსახორციელებელი პროექტებისა დაპროგრამების შემუშავებას, დანიშნოს კლუბის წევრებისგან ერთ-ერთ ლიდერად, გაანაწილოს ფუნქციები, მიიღოს სხვა გადაწყვეტილებები. 

10. კლუბის წევრები უფლებამოსილნი არიან ხმათა უმრავლესობით დაამტკიცონ სამოქმედო გეგმა. 

11.კლუბის  წევრს  ეკრძალება  იმოქმედოსორგანიზაციის  სახელით  კურატორთან  შეთანხმების  გარეშე;

12. კლუბის წევრი მიიღება 5 თვის  ვადით. 

13.  კლუბის  წევრს  უფლებამოსილება  უწყდება:

ა) პირადი  განცხადების  დაფუძველზე;

ბ)კლუბის  წევრთახმათაუმრავლესობისგადაწყვეტილებით,  როდესაც  მისი   საქმიანობა  ეწინააღმდეგება  კლუბის მიზნებს  და  უხეშად  არღვევს აღნიშნული  წესდების  დებულებებს;

გ) მოსწავლის ამორიცხვის, გარიცხვის, სტატუსის შეჩერების შედეგად;

 

კლუბის  მართვა  და გადაწყვეტილებების  მიღების წესი

 

1. კლუბს  შეიძლება  ჰყავდეს მინიმუმ  ერთი  კურატორი  (მასწავლებელი),  რომლის  უფლებამოსილებაა  უხელმძღვანელოს კლუბის  საქმიანობას, ერთპიროვნულად წარადგინოს კლუბი  მესამე  პირებთან, უხელმძღვანელოს  კლუბის  მიერ  განსახორციელებელი პროექტებისა  და  პროგრამების  შემუშავებასა  და  რეალიზაციას,  განაგოს  კლუბის ქონება;

2. გადაწყვეტილების მიღებისას ხმის უფლებით სარგებლობენ კლუბის წევრები, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ დამსწრეთა უმრავლესობით.

 

კლუბიდან ამორიცხვის განსაკუთრებული შემთხვევა:

  1. მოსწავლე სამუშაო შეხვედრის 4 ჯერ არასაპატიოდ გაცდენისას ამოირიცხება კლუბიდან
  2. მოსწავლე 5-ჯერ დაგვიანების შემთხვევაში ამოირიცხება კლუბიდან.

 

 

 კლუბის  მუშაობა

 

1.      კლუბი  იკრიბება ორ კვირაში ერთხელ, ხუთშაბთს, გაკვეთილების შემდეგ, ერთი აკადემიური საათი,  წინასწარ დადგენილი გრაფიკის მიხედვით;

2.      კლუბის სქმიანობა გრძელდება 2022 წლის 1 დეკემბრიდან 2023 წლის 30 მაისის ჩათვლით; კლუბი  მუშაობს   წინასწარ  შემუშავებული  სამუშაო გეგმით;

3.      კლუბის კურატორი  ინტერნეტსივრცეში სკოლის ვებგვერდზე ან სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე ან ბლოგზე განათავსებს შემდეგ ინფორმაციას:

3.1. კლუბის სახელწოდება და შესაბამისი ატრიბუტიკა;

3.2. კლუბის წესდება და მიზნები;

3.3. კლუბის სამუშაო გეგმა;

3.4. განაცხადის ფორმა კლუბში გაწევრიანების მსურველთათვის;

3.5. საკლუბო აქტივობების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალა/შესაბამისი ბმული;

 

კლუბის   საქმიანობის  შეწყვეტის საფუძვლები

 

კლუბის საქმიანობა წყდება:

ა) კლუბის წევრების გადაწყვეტილებით, თუკი კლუბმა დაკარგა აქტუალურობა (მოსწავლეებში დაინტერესება);

ბ) კლუბის მოქმედების ვადის გასვლა.

 

 ცვლილებების შეტანა

კლუბის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება ცვლილების შესახებ ინიციატივის მოსწავლეთა თვითმმართველობის საბაზო/საშუალო საფეხურის გაერთიანებულ სხდომაზე განხილვისა და დამტკიცების შედეგად.