წარმატებული მოსწავლე

ანა მოგელაძე

ანი მოგელაძე იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის XI გ კლასის (დამრიგებელი თიკო სვანიძე) მოსწავლეა. ის მონაწილეობას ღებულობს რეჟისორ ელენე ნავერიანის მიერ, თამთა მელაშვილის რომანის „შაშვი, შაშვი მაყვალი” მიხედვით გადაღებულ ფილმში, რომლის პრემიერა შედგება კანის კინოფესტივალზე. კინოსურათი კონკურსში მსოფლიოს მასშტაბით 30 ფილმს შორის მოხვდა. სურათი მონაწილეობას მიიღებს დამოუკიდებელ სექციაში „Quinzaine des cinéastes”.პროგრამა 1969 წელს დაარსდა და მიმდინარეობს კანის ფესტივალის მთავარი კონკურსის პარალელურად. მასში მონაწილეობას იღებს გამორჩეული ხედვის რეჟისორების ნამუშევრები.

კანის კინოფესტივალი 2023 წლის 16-დან 27 მაისის ჩათვლით გაიმართა.