წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოება
ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში ოცდათორმეტი წარჩინებული მოსწავლე კომპიუტერებით დააჯილდოეს.
წარჩინებული მოსწავლებისთვის კომპიუტერების გადაცემა პროექტ „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში გაიმართა.
დაჯილდოების ცერემონიალი ჩვენი სკოლის სააქტო დარაბზში გაიმართა, სადაც მოწვეულნი იყვნენ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოედგილეები გია ბასილაძე და თეიმურაზ ნადირაძე; საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი; ქუთაისის ცენტრალური არქივის დირექტორი მერაბ კეზევაძე; ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი გია ქობალიანი; ა. წერეთლის სახ. ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი როლანდ კოპალიანი.
მოწვეულმა სტუმრებმა წარმატებულ მოსწავლეებს საზეიმო ვითარებაში გადასცეს საჩუქრები.
ღონისძიება მოსწვალეთა პერფორმანსით დასრულდა, სადაც სტუმრებს ქართული ეროვნული საცეკვაო ნომერი და მუსიკალური კომპოზიციები წარუდგინეს.