" ქუთაისო ჩემო, ჩემო ერთადერთო"

image

ქუთაისქალაქობას მიუძღვნა ულამაზესი ღონისძიება III გ კლასმა (დამრიგებელი ეკატერინე ძიგრაშვილი)

მოსწავლეები მიეფერნენ მშობლიურ ქალაქს, გაიხსენეს წარსულის ის დიდებული ნაშთები, რომელზეც სიამაყით დააბიჯებენ. ასევე გაიხსენეს ის დიდებული ადამიანები, რომლებმაც საქმითა და სიტყვით თავს ანაცვალებდნენ მშობლიურ ქალაქს; ამაყად დაასახელეს ის ადამიანები, რომლებიც დღესაც ქუთაისის სიყვარულით სუნთქავენ და ცდილობენ ყველას აგრძნობინონ ქუთაისის სიდიადე. მსმენელს გული გაუთბო პატარების ცეკვამ და სიმღერამ, მათმა ომახიანმა შეძახილებმა.