ძალიან საინტერესო და საჭირო დღე ჩვენი მოსწავლეებისთვის.
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის სოციალური პროექტი „ჩვენი უსაფრთხო მომავლისათვის“ გრძელდება.
ჩვენი სკოლის მერვეკლასელები, მათი დამრიგებლები და სკოლის დირექტორი ბატონი მურად ჯიშკარიანი, ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე იმყოფებოდნენ.
პროექტის ფარგლებში, მესამე ქვეითი ბრიგადის ხელმძღავნელობამ ჩვენს სკოლას უმასპინძლა. დაგვათვალიერებინეს სამხადრო ბაზა; შეხვედრა დაღუპულ გმირთა მემორიალის პატივგებით დაიწყო, რის შემდეგაც მასპინძლებმა დაგვათვალიერებინეს ბრიგადის ტერიტორიაზე სპეციალურად ჩვენი სტუმრობისთვის გამოფენილი სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება, ასევე ჯარისკაცების საცხოვრებელი ყაზარმები, ბაზაზე არსებული სპორტული დარბაზი და დასასრულს, „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს მასპინძლებთან ერთად. მოსწავლეებს სამხედრო მოსამსახურეებთან გასაუბრებისა და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ.
პროექტის „ჩვენი უსაფრთხო მამავლისთვის“ დაგეგმვა და განხორციელება განპირობებულია იმ პროფესიათა პოპულარიზაციის მიზნითა და მომავალი თაობის მხრიდან მათი საქმიანობის სწორად აღქმისა და შეფასებისათვის ,რომლებიც უაღრესად დიდ როლს ასრულებენ როგორც საქართველოს ცალკეული მოქალაქის, ასევე სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის.
პროექტის ხელმძღვანელთა მიზანია, უსაფრთხოების თემატიკასა და საგანგებო სიტუაციების დროს მოქმედების შესახებ საგანმანათლებლო შეხვედრები ამ სიტემაში დასაქმებული შესაბამისი კომპეტენციის მქონე თანამშრომლებთან, რაც მიზნად ისახავს მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას.
პროექტის ორგანიზატორები არიან იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი მურად ჯიშკარიანი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი დარინა ყურუა და ჩვენი სკოლის მერვე კლასების დამრიგებლები: ნინო გიორხელიძე, მაკა ბოჭორიშვილი, ნათია გვეტაძე, მაკა ყურაშვილი, მზეო სალდაძე და ნანა ხარშილაძე
