ქ.ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის მეორე საჯარო სკოლის 11-12 კლასის მოსწავლეები შპს ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაცია / Nationwide Health Organization LLC-ს სტუმრობდნენ.
სკოლის პედაგოგების, ქალბატონების მარინე რუსაძისა და ნათია შვანგირაძის ინიციატივით, მოსწავლეებმა ქიმია-ფიზიკა-ბიოლოგიის ინტეგრირებილი გაკვეთილის ფორმატში დაგეგმილი პროექტი "თირკმლის დაავადებები და მათი მკურნალობა თანამედროვე ტექნოლოგიებით-ჰემოდიალიზის პროცედურა" განახორციელეს.
ექიმმა ნეფროლოგმა თამარ ცირეკიძემ დიალიზის განყოფილების მედ-პერსონალთან ერთად, მოსწავლეებს კლინიკის ისტორია, პროფილი და დიალიზის სპეციფიკა გააცნო.
კლინიკაში ვიზიტი, მოსწავლეებისთვის საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა.
