
"საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU" ტურიზმის საბაკალავრო პროგრამისა და პარტნიორი ტურისტული კომპანიის "Discover Georgia • აღმოაჩინე საქართველო" ორგანიზებით გაიმართა კონკურსი: „მემკვიდრეობის ტურიზმი: წარსულის გახსენება და მომავლის ფორმირება“ დაჯილდოების ღონისძიება.
მონაწილეებს უნდა შეექმნათ კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის 1 დღიანი ტური. იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლემ ნინი კუხიანიძემ (დამრიგებელი თამარ ჭუმბურიძე ; გეოგრაფიის მასწავლებელი - მაია როხვაძე) მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ კონკურსში.
ნინიმ 1 დღიანი ტურის ფორმირების ფარგლებში წარადგინა პრეზენტაცია თავის მიერ არჩეულ თემაზე - "აღმოაჩინე ქუთაისი გვირილობისას". მან კონკურსში გაიმარჯვა და დაიმსახურა ნომინაცია "საუკეთესოდ დაგეგმილი ტური".
ნინის უნივერსიტეტისგან სერტიფიკატი და საჩუქრები გადაეცა, ხოლო ტურისტული კომპანია Discover Georgia-სგან, ტურიზმის სასწავლო ცენტრის 900 ლარიანი ვაუჩერი.
ჩვენი სკოლის მოსწავლის მიერ შესრულებული წლევანდელი კონკურსის ნაშრომი გამოიცემა ელექტრონული გზამკვლევის სახით.
დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ასევე განათლების და მეცნიერების სამინისტროს, ხარისხის ეროვნული ცენტრის
წარმომადგენლები.