
იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებლის ნანა ხარაბაძის ორგანიზებით, VII დ კლასის მოსწავლეები, დამრიგებელთან მაკა ყურაშვილთან ერთად, სამედიცინო დიაგნოსტიკურ ლაბორატორიას "ემდილაბს" სტუმრობდნენ.
საგაკვეთილო ვიზიტის ფარგლებში, სამედიცინო დიაგნოსტიკირ ლაბორატორიაში, მოსწავლეებმა მოინახულეს ლაბორატორიაში არსებული ინვენტარი, გაეცნენ სამუშაო პროცესს და სიამოვნებით მიიღეს მონაწილეობა ლაბორატორიულ საქმიანობაში.
მოსწავლეებს სასიამოვნო გარემო შეუქმნეს ლაბორატორიის ხელმძღვანელმა ქალბატონმა მედეა ავალიანმა და მისმა თანამშრომლებმა. მეგზურობა გაგვიწია ქალბატონმა ფატი გვალიამ და ნანა გვალიამ. მათ საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაციები გააცნეს მოსწავლეებს ლაბორატორიული ანალიზებისა და მათი სპეციფიკის შესახებ.
ბავშვებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს აღნიშნული სფეროს მიმართ და გამოთქვეს სურვილი მომავალშიც ესტუმრონ სამედიცინო დიაგნოსტიკურ ცენტრს.
იოსებ ოცხელის სახელობის მეორე საჯარო სკოლისა და ჩვენი მასწავლებლების ნანა ხარაბაძისა და მაკა ყურაშვილის სახელით დიდი მადლობა ლაბორატორიის თანამშრომლებს და მათ ხელმძღვანელს არაჩვეულებრივი და საინტერესო დახვედრისთვის.