
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებლის ლიკა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, IX ა,IXბ,IXდ და IXე კლასების მოსწავლეებმა უძველესი წრიული ფორმის საცხოვრებლების საინტერესო მოდელები შექმნეს, სადაც მათი მხრიდან, თეორიული ცოდნის რეალიზების და ჩანაფიქრის შემოქმედებითად განხორციელების უნარი, საჭირო ელემენტებისა და მიზანმიმართული ხერხების გამოყენების ოსტატობა ნათლად იკითხება. მოსწავლეებმა, მრავალფეროვანი მასალის გამოყენებით, მოახერხეს შორეულ წარსულში გავრცელებული საცხოვრებელი არქიტექტურის სახასიათო ნიშნების წარმოჩენა და მათი გამოყენება საკუთარ ორიგინალურ ნამუშევრებში. მნახველს კი საშუალება მისცეს, უძველესი დასახლებების თავისებურება და ერთგვარი ეგზოტიკა შეეგრძნოთ.