ფოტოგამოფენა - "ქუთაისის ანარეკლები"

image

25 მაისს ჩვენს სკოლაში მოეწყო სასწავლო დაწესებულების მანდატურის, ვანო ჩაფიძის, პერსონალური ფოტოგამოფენა “ქუთაისის ანარეკლები”. წარმოდგენილი იყო 25 ფოტო, რომლებიც ჩვენს ქალაქს საინტრესო რაკურსით ასახავს.

გამოფენას მრავალი სტუმარი ეწვია: მე-12 საჯარო სკოლის დირექტორი, ქ-ნი ნათია სულავა, მე-3 საჯარო სკოლის დირექტორი, ბ-ნი თ. ჭაბუკიანი, სხვადასხვა სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები, მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები, ფოტოგრაფები... შეკრებილებს მიმართეს სკოლის დირექტორმა: ბ-ნმა მ. ჯიშკარიანმა, გამოფენის ორგანიზატორმა, მასწავლებელმა მ. ჭეიშვილმა, ფოტოგრაფმა ვ. ჩაფიძემ, პედაგოგებმა, სტუმრებმა.

გამოფენა რამდენიმე დღე გაგრძელდება, შემდეგ კი ფოტოები განთავსდება სკოლის დერეფნებში