2024-2025 სასწავლო წლის სტიპენდიატები

image

●იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მე- 2 საჯარო სკოლა აგრძელებს ტრადიციადქცეული დღესასწაულის მოწყობას სკოლის მოსწავლეებისთვი. ●იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მე- 2 საჯარო სკოლაში წელს მეორედ გაიცა სახელობითი სტიპენდიები; სახელობითი სტიპენდია ჩვენი სკოლის ათმა მოსწვალემ მიიღო, ხოლო სამ კურსდამთავრებულს დაუფინანსდა ბაკალავრიატის პირველი კურსი. ● სასტიპენდიო პროგრამას საფუძველი ჩაუყარა პირველი ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, დიდი პედაგოგის სილოვან ხუნდაძის შთამომავალმა ეკატერინე ასათიანმა. ●აღსანიშნავია, რომ სასტიპენდიო პროგრამის დაფუძნებაში დიდია სკოლის დირექტორის, ბატონ მურად ჯიშკარიანის და სკოლის პედაგოგის, ქალბატონ მარინე რუსაძის წვლილი; კერძოდ, ქალბატონმა მარინემ თავად მოიძია ქალბატონი ეკატერინე ასათიანი და თანამშრომლობაც შედგა. ●შემომწირველების რიცხვი გაიზარდა და სახელობით სტიპენდიებს ქალბატონ ეკატერინესთან ერთად აფინანსებენ: საქართველოს ბანკი, ბატონი მურად ჯიშკარიანი და კიდევ ერთი უცნობი ადამიანი, რომელმაც არ ისურვა მისი პიროვნების გამჟღავნება. აღსანიშნავია სკოლის პედაგოგების ერთი ჯგუფის-საბუნებისმეტყველო კათედრის წევრების ინიციატივა, თავად დააფინანსონ ერთი სტიპენდიატი. ●დასახელდნენ გამარჯვებულები: სილოვან ხუნდაძის (3), იოსებ ოცხელის(2), გიორგი ახვლედიანის (2), დიმიტრი უზნაძის (2); ნიკო ჯაფარიძის (1) სახელობითი სტიპენდიატები. მათ დაენიშნათ ერთი წლის მანძილზე ყოველთვიური სტიპენდია: სილოვან ხუნდაძის სახელობის პრემია ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით- 12/გ კლასის მოსწავლე ნინი კუხიანიძე; სკოლის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის -11/გ კლასის მოსწავლე აკაკი ხაჭაპურიძე; იოსებ ოცხელის სტიპენდია STEM მიმართულებით: ოთარ ლაღაძე-11/გ კლასი; მერაბ კაპანაძე-11/ დ კლასი; დიმიტრი უზნაძის სახელობის სტიპენდია: 12/ბ კლასი-ანა მიქაბერიძე; 11/გ კლასი-ლალიტა გერაძე; გიორგი ახვლედიანის სახელობის სტიპენდია-ანანო ნიკოლაძე-11/გ კლასი; ლილე გუმბერიძე-12/ბ კლასი. ასევე დასახელდა "წლის მოსწავლე"- ნინი კუხიანიძე და ოთარ ლაღაძე. კონკურსში მონაწილე მოსწავლეები კი ფასიანი საჩუქრებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ: ნია ცერცვაძე-11/ა კლასი; საბა ჯინჭველაშვილი-11/ე კლასი; ანასტასია ხურციძე-11/დ; ანამარია გიორგაძე-12/გ ● გამარჯვებულები დაასახელეს მურად ჯიშკარიანმა, ზაზა ლომინაძემ, გია ბასილაძემ, დავით ერემეიშვილმა, მერაბ კეზევაძემ, მაია ცქიტიშვილმა, შალვა კირთაძემ, მაია კეზევაძემ. ჩვენი სკოლის ისტორიაში კიდევ ერთი დაუვიწყარი, ამაღელვებელი და სიხარულით სავსე დღე დაიწერა. ვულოცავთ მოსწავლეებს ამ წარმატებას, მასწვალებლებს კი მადლობას ვუხდით დაუღალავი შრომისთვის. ვისურვებთ, რომ დღევანდელი დღე მოტივაცია ყოფილიყოს ჩვენი სკოლის თითოეული მოსწავლისთვის.