მასწავლებლის საერთაშორისო დღე - 2024

image

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის პედაგოგები მარინე რუსაძე და მარინა ჭეიშვილი, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ დააჯილდოვა, როგორც წარმატებული პედაგოგები.

ღონისძიება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართა.

ქალაქის საჯარო სკოლების 78 გამორჩეულ პედაგოგს ჯილდო გადასცეს: ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მაია ცქიტიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

დღესვე, "ღვაწლმოსილი ქუთაისელის" წოდება მიენიჭა 5 პედაგოგს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ემსახურებიან მომავალი თაობის სწავლა-აღზრდის საქმეს.