წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოება

image

სკოლის ისტორიას წარმატებული მოსწავლეები ქმნიან.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე, იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლების წარჩინებულ მოსწვალეებს საჩუქრად კომპიუტერები გადასცეს.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის N2 საჯარო სკოლის 28 მოსწავლე კომპიუტერებით დაჯილდოვდა.

მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა და მოსწავლეთა მხარდამჭერი ინიციატივების განხორციელების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები ყოველწლიურად გადაეცემათ. პროგრამის მთავარ მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და სკოლებში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს. იმერეთის რეგიონში წელს 958 წარჩინებული მოსწავლეა, აქედან ქუთაისში - 335.

ყოველწლიურად კომპიუტერები გადაეცემათ იმ საჯარო სკოლების მოსწავლეებს, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს. გასულ წელს საქართველოს მასშტაბით 4 846 წარჩინებული მოსწავლე იყო, წელს კი – 4 956 მოსწავლეა.

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები არიან:

მარიამ ედიბერიძე

გაბრიელ სულამანიძე

გიორგი უჩაძე

ანი ჭიჭუეიშვილი

საბა ბებურიშვილი

ნათია გაჩეჩილაძე

ანანო გეწაძე

ბარბარე გიორგაძე

თედო გაბრიაძე

დავით ისაკაძე

იაკობ ფურცხვანიძე

ნიკოლოზ ნიკურაძე

ლუკა სანიკიძე

ნინო შანიძე

ლუკა გვანცელაძე

ნატალი ჯავახაძე

დავით სვანიძე

ეკატერინე წითური

ელენე ხელაძე

ანასტასია გოდერიძე

ნინო გაბიძაშვილი

თამარ გაბრიჭიძე

ანასტასია მაღლაკელიძე

საბა გოქაძე

ქუჯი ქირია

საბა ფანცხავა

ლიზი ჭაუტიძე

ლუკა ნადირაძე

დამრიგებლები: ბელა ხეცურიანი , მაია გოცირიძე, ეთერ სიხარულიძე, ნათია გაბუნია, მანანა კაკუშაძე, ნათია ფოცხვერაშვილი.

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები გილოცავთ მოსწავლეებსა და მათ დამრიგებლებს, მშობლებსა და გულშემატკივრებს ამ წარმატებას.