ანბანის შემობრძანება

image

დედა ენიდან ამოსული იების სურნელი, დღეს, მთელ სკოლას მოეფინა და პირველკლასელთა სადღესასწაულო განწყობამ ჯადოსნურ სამყაროში გვამოგზაურა.

პირველად პირველ კლასებში დედაენამ და „აი იამ“ შემოაღო კარი და ჩენი პატარების გონებაში ულამაზეს დღესასწაულად აღიბეჭდა.

„დღეს ჩვენთან ისე ლამაზი

ნანატრი დღე თენდებაო,

მზეც ამოსულა საჭვრეტად,

ფეხის წვერებზე დგებაო.

დღეს ჩვენთან უძვირფასესი

სტუმრის მოსვლის დღე დგებაო,

გზად ია–ვარდი დაჰფინეთ,

ანბანი მობრძანდებაო!“