საჯარო ლექცია დავით აღმაშენებლის შესახებ

image

900 წლის წინ , 8 თებერვალს, (ძველი სტილით 26 იანვარს) ქვეყნის წინაშე ვალმოხდილმა, საქართველოს უდიდესმა მეფემ, დავით IV აღმაშენებელმა მარადიულ სამყაროში გადაინაცვლა.

დავით აღმაშენებელი - გონიერი მმართველი, უჭკვიანესი მხედართმთავარი, შორსმჭვრეტელი და მიზანდასახული მეფე 16 წლისა ავიდა ტახტზე და მტერთაგან გაჩანაგებული, ეკონომიკურად მიწასთან გასწორებული, პოლიტიკურად დაშლილი ქვეყანა უძლიერეს და უზარმაზარ სახელმწიფოდ გადააქცია.

დავითობის აღსანიშნავად სკოლაში საბაზო საფეხურის მოსწავლეთათვის ჩატარდა საჯარო ლექცია , სადაც ისტორიის მასწავლებელმა ნინო დათაშვილმა მოსწავლეებს უამბო დიდი მეფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის, მის მიერ გატარებული რეფორმების, ,კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და სახელოვანი ბრძოლების შესახებ.

მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ აღნიშნულ ღონისძიებაში. გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები, ვარაუდები, შეაფასეს დავით აღმაშენებლის მეფობა.

ლექციას ესწრებოდნენ, სკოლის დირექტორი, ბატონი მურად ჯიშკარიანი, სასწ. ნაწ. გამგეები: ნათია ბრეგაძე, თინათინ სვანაძე და კლასის ხელმძღვანელები.