ღონისძიების - “ერთი დღე ჯარში“ - ფარგლებში, იოსებ ოცხელის სახელობის ქ. ქუთაისის N2 საჯარო სკოლის IXა (კლასის დამრიგებელი თამარ დარსაველიძე) და IXდ (კლასის დამრიგებელი თამთა ხაჭაპურიძე) კლასის მოსწავლეები, სამხედრო სწავლების მასწავლებლის მამუკა ბანძავას ორგანიზებით, ხონის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდნენ.
ბავშვებმა ხონის სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურას, სამხედროების საცხოვრებელ პირობებს, ჯარისკაცის ეკიპირებას, ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილ სამხედრო ტექნიკას და შეიარაღებას გაეცნენ და სამხედროებისგან მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ამომწურავი პასუხებიც მიიღეს. მოსწავლეების განსაკუთრებული ყურადღება სიმულაციურმა ცენტრმა მიიპყრო, სადაც ახალგაზრდების შესაძლებლობა ჰქონდათ საბრძოლო მოქმედებების სიმულაციას დაკვირვებოდნენ. მოსწავლეებმა ღონისძიების დასასრულს ბრიგადის სასადილოში „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს.
თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სკოლის მოსწავლეების ვიზიტები რეგულარულად ხორციელდება.მსგავსი სახის ღონისძიებები ახალგაზრდა თაობაში ჯარის პოპულარიზაციასა და თავდაცვის ძალებისადმი ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.
