"გახდი ქალაქის მოხალისე"

image

ქუთაისის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს ორგანიზებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU), პროექტის, “გახდი ქალაქის მოხალისე” გრანდიოზული დახურვა გაიმართა.

პროექტის დასკვნით ეტაპზე ქუთაისის ოცი საჯარო და კერძო სკოლა იყო შერჩეული, რომელთაგან 3 საუკეთესო გუნდის გამოვლენა და დაჯილდოვება გაიმართა. ი. ოცხელის სახობის მე-2 საჯარო სკოლა მრავალფეროვანი და კრეატიული აქტივობებით წარსდგა მაყურებლის წინაშე, ჟიურის მოწონება დაიმსახურა და საუკეთესო სამეულის წევრიც გახდა!

სკოლის სახელით, დიდი მადლობას ვუხდით გუნდის მენტორს, სამოქალაქო განათლების მასწავლებელს ნინო თევდორაძეს, წევრებს: ანი ჭიჭუეიშვილს, ნია გოგსაძეს, ნინი გაბიძაშვილს, თამარ ხარაბაძეს, ვახტანგ გერაძეს, განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავთ მერაბ კაპანაძეს და პროექტში ჩართულ თითოეულ წევრს. გვჯერა, ჩვენი სკოლა არაერთხელ იამაყებს თქვენი მიღწევებით!