იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მეორე საჯარო სკოლა კალიგრაფიის კონკურსის - ,,ანბანთქარგვა“ ჩასატარებლად ემზადება.
17-21 მარტს სკოლაში მოსწავლეთათვის კალიგრაფიის მასტერკლასი ჩატარდა.
მასტერკლასი ჩაატარეს ჩვენი სკოლის მასწავლებლებმა: ნინო თურქიამ, ნინო დათაშვილმა, ეკა ჯუღელმა და თათია ჭუმბურიძემ.
მასტერკლასი ასევე ჩაატარა ჩვენი სკოლის IX კლასის მოსწავლემ გიორგი მიშვიძემ, რომელიც კალიგრაფიის საქალაქო კონკურსის გამარჯვებულია.
მასტერკლასში მონაწილეობდნენ როგორც დაწყებითი, ასევე საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეები.
ჩვენი სკოლის კალიგრაფმა მასწავლებლებმა და მოსწავლემ - გიორგი მიშვიძემ მოსწავლეებს უამბეს ქართული დამწერლობისა და კალიგრაფიის შესახებ, გააცნეს ამ დარგის თავისებურებანი, ჩაუტარეს პრაქტიკული მეცადინეობა და აჩვენეს საკუთარი ნამუშევრები, ასევე უპასუხა მათ მიერ დასმულ კითხვებს.
კალიგრაფისტთა დახმარებით მოსწავლეებმა კალიგრაფიულად დაწერეს წინადადებები და ისწავლეს რამდენიმე საზედაო ასოს დაწერა.
მასტერკლასის მიზანია მოსწავლეებში ქართული კალიგრაფიის პოპულარიზაცია, ხელით წერის კულტურის განვითარება და მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა.
ცნობისთვის: იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში კალიგრაფიის კონკურსი „ანბანთქარგვა“ მოიცავს ოთხ ეტაპს:
● I ეტაპი - შიდასაკლასო ტური- 2025 წლის 24-28მარტი
● II ეტაპი - შიდასასკოლო ტური - 2025 წლის 5 აპრილი
III ეტაპი - კონკურსის შეჯამება, გამარჯვებულების გამოვლენა - 2025 წლის 7-11 აპრილი
● IV ეტაპი - გამარჯვებულების დაჯილდოება - 2025 წლის 14 აპრილი
