კონფერენცია „წყალი - ჰიდროთერაპია“

image

22 მარტი არის წყლის რესურსების დაცვის საერთაშრისო დღე, რომელიც მთელს მსოფლიოში აღინიშნება 1993 წლიდან. ბოლო რამდენიმე წელია ჩვენი სკოლა აქტიურად აღნიშნავს ამ დღეს, ჩართულია სხვადასხვა ღონისძიებებში, კონფერენციებსა და პროექტებში. სკოლაში ყოველწლიურად აღინიშნება ეს დღე და ამ თარიღთან დაკავშირებით ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები.

22 მარტს, იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში, გაიმართა კონფერენცია „წყალი - ჰიდროთერაპია“, სადაც მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს წყლის მნიშვნელობაზე, საქართველოში გავრცელებულ მინერალურ წყლებზე და სამკურნალო თვისებებზე. კონფერენციას ესწრებოდა მოწვეული სტუმარი ლაშა ერბელიძე, რომელიც იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ბუნებრივი რესურსების უფროსი სპეციალისტია.