იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის XIგ კლასის მოსწავლე ოთარ ლაღაძე (კლასის ხელმძღვანელი მაია ფანცხავა, მათემატიკის მასწავლებელი ელისო მოწონელიძე), ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ მათემატიკის კონკურსში წარმატებით მონაწილეობს.
რამდენიმე დღის წინ დასრულდა KIU-ს მათემატიკის საერთაშორისო დღისადმი (π-DAY) მიძღვნილი კონკურსის მეორე ტური, სადაც ჩვენი მოსწავლე - ოთარ ლაღაძე, 7000 მოსწავლიდან საუკეთესო ოცეულში მოხვდა და სკოლა რეიტინგით მეორე ადგილზე გაიყვანა.
KIU Pi-Day Math Contest 2025 მოსწავლეთა განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. მეორე ტურში გამარჯვებულ მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ფინალურ ტურში, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) გაიმართება.
ვულოცავთ ოთარ ლაღაძეს და მის მასწავლებლებს ამ დიდ წარმატებას და სკოლის ღირსეულად წარმოჩენას საზოგადოების წინაშე. ვუსურვებთ ფინალურ ტურში ღირსეულ გამარჯვებას.
