"შესაძლებლობები შეუზღუდავია"

image

ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში, ქუთაისის N8 საჯარო სკოლისა და ქუთაისის ამერიკული სკოლის ორგანიზებით, მოეწყო მხატვრული ნამუშევრების გამოფენა ,,შესაძლებლობები შეუზღუდავია". ღონისძიებაზე, იოსებ ოცხელის სახელობის მეორე საჯარო სკოლის სპეციალურმა მასწავლებლებმა: სალომე ოჩხიკიძემ, ანა ბერიძემ და თამარ ბაკურაძემ მოსწავლეები ჩართეს და მათი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება მისცეს. ისინი საკუთარი ნამუშევრებით წარსდგნენ სტუმრების წინაშე.

მესამე კლასის მოსწავლეებმა, გაბრიელ და მართა კვიმსაძეებმა, მუსიკალური კომპოზიცია შეარულეს. გაბრიელმა ფანდურზე დაუკრა, ხოლო მართამ კი ტკბილხმიანი მუსიკალური კომპოზიცია წარუდგინა მსმენელს.

ანასტასია ლომიძემ ვიოლინოზე დაუკრა, კიმი კიკვაძემ კი იმღერა.

დარბაზში თემო ჭოლაძის ნამუშევრები იყო გამოფენილი და პარალელურად, თემო, იქვე ძერწავდა ადგილზე. ილია ირემაძემ კი ფანდურზე დაუკრა.