თეატრალური წარმოდგენა, რომელიც მერვეკლასელთა მონაწილეობით, ჩვენი სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა, დიდხანს დაამახსოვრებს თავს მაყურებელს.
სპექტაკლი, რომელსაც სურდა, შეუპოვარი, ძლიერი, მებრძოლი ქალების ამბავი მიეტანა მაყურებლამდე და კიდევ ერთხელ შეეხსენებინა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქალის როლი ქვეყნის განვითარების პროცესში.
მერვეკლასელებმა, კიდევ ერთხელ, თვალი გადაავლეს ჩვენი ქვეყნის წარსულს და სცენაზე გააცოცხლეს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის უმნიშვნელოვანესი პერიოდები.
სპექტაკლი „ევადან მარომდე“ ძლიერი ქალების ამბავზე მოგვითხრობს.
ოდითგანვე, ქალის როლი საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი იყო და არის. ქალი იყო არა მხოლოდ ოჯახისა და ტრადიციების შემნახველი, არამედ ბრძოლისა და აღმშენებლობის ხელმძღვანელიც. თავისი სიძლიერით, სიბრძნითა და გონიერებით იგი იყო დედა, მკურნალი, მასწავლებელი, ხელმძღვანელი, დედოფალი, მეფე და რაც მთავარია, მუდამ იდგა იმ ღირებულებების სადარაჯოზე, რასაც ქვეყნის კეთილდღეობა და აღმშენებლობა ჰქვია.
სპექტაკლი „ავადან მარომდე“ მოგვითხრობს ქალებზე, რომელბიც არ უშინდებიან დროს, გარემოს, სტატუსს, სოციალურ მდგომარეობას, კრიტიკას, განსჯას, ღალატს, სიკვდილს... ესენი იყვნენ ქალები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად შეცვალეს ისტორია და უკვდავყვეს საკუთარი სახელი; ქალები, რომელბიც ყველაზე თანამედროვენი არიან ყველა ეპოქაში და რომლებიც ყველაზე პროგრესულად მოაზროვნენი იყვნენ; ქალები, რომლებიც სამაგალითო, საამაყო, მისაბაძია ჩვენთვის და ჩვენი ახალი თაობისთის.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სპექტაკლი მერვეკლასელთა მონაწილეობით გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ -- VIII ა,ბ,გ,დ,ე,ვ კლასები.
დამრიგებლები : ნანა ხარშილაძე, ნინო გიორხელიძე, ნათია გვეტაძე, მზევინარ სალდაძე, მაკა ყურაშვილი, მაკა ბოჭორიშვილი.
სპექტაკლის რეჟისორები: ბელა დათიაშვილი და გიორგი ჭაფოძე გახლდათ.
ბოლოს აღვნიშნავთ, რომ, როცა ჩვენი მასწავლებლების ეს გუნდი აანონსებს ღონისძიებას, ვიცით, რომ რაღაც განსაკუთრებულს, ღირებულს, ემოციურს და დასამახსოვრებელს შემოგვთავაზებენ. ისეთს, რომელიც დიდხანს გაგვყვება დარბაზიდან გამოსულთ და რომელიც ჩაგვაფიქრებს დღევანდელობაზე; რომელიც გულის კართან გაივლის და გონების ქვაბ აათუხთუხებს.
სკოლის სახელით, ვულოცავთ მასწავლებლებს და მოსწავლეებს, მშობლებს და ამ სპექტაკლის შემოქმედებს - ქალბატონ ბელას და ბატონ გიორგის, ამ დიდ წარმატებას.
