წიგნის საჯაროდ კითხვის დღე

image

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში, დაწყებითი კლასების კათედრის ორგანიზებით, მოეწყო მხატვრული ტექსტის საჯაროდ კითხვის დღე.

სკოლის სააქტო დარბაზში მასწავლებლებმა მოსწავლეებს წაუკითხეს საბავშვო ტექსტები. მოეწყო წაკითხული ტექსტის განხილვა-გაანალიზება. მოსწავლეებმა უპასუხეს მასწავლებელთა მიერ დასმულ კითხვებს და თავადაც ჩაერთნენ მხატვრული ტექსტის კითხვაში.