23 აპრილი წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღეა. 
ამ თარიღთან დაკავშირებით, სამოქალაქო განათლების მასწავლებლის ლელა ბურჯანაძის ორგანიზებით, მეათე კლასის მოსწავლეებმა ნატა ჯავახაძემ და მართა ნემსვერიძემ მოიფიქრეს და განახორციელეს პროექტი „გააჩუქე წიგნი - გააზიარე ცოდნა“. ნატასა და მართას ინიციატივით, გოგონებმა შეადგინეს კითხვარი და სკოლის დერეფნებში მოაწყვეს ვიქტორინა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო მონაწილეობის მიღება, მთავარი მოთხოვნა იყო, რომ მოსწავლეს აუცილებლად უნდა ცმოდა სკოლის ფორმა. ამ ვიქტორინაში სწორად გაცემული პასუხების შესაბამისად დასაჩუქრდნენ მონაწილე მოსწავლეები წიგნებითა და წიგნის მაღაზიის ფასდაკლების ბარათებით.
აღნიშნულმა აქტივობამ დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეთა შორის. უნდა აღინიშნოს, რომ ლელა მასწავლებელმა და იდეის ავტორებმა მართამ და ნატამ, საკუთარი ბიბლიოთეკიდან აღებული წიგნები და საკუთარი სახსრებით შეძენილი ვაუჩერები და წიგნები გადასცეს საჩუქრად ვიქტორინაში გამარჯვებულებს.
