მადლობა დედამიწავ!

image

22 აპრილი დედამიწის დღეა! 🌎

🌏და ყველა ერთხმად ვამბობთ - მადლობა, დედამიწავ! 🌍

🌳ეს დღე მნიშვნელოვანია იმით, რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ საკუთარ თავს და გარშემომყოფებს, თუ როგორი აუცილებელია ვიზრუნოთ საკუთარ დიდ, მწვანე სახლზე, რომ თითოეული ჩვენგანი ბუნების ნაწილია და მასზე ზრუნვა ყველას ვალია. 🪴

⛰️დედამიწის დღესთან დაკავშირებით, იოსებ ოცხელის სახელობის მეორე საჯარო სკოლის მასწავლებლების მარინა რუსაძის, ნინო გიორხელიძისა და ნინო ფაჩუაშვილის ორგანიზებით, რამდენიმე საინტერესო აქტივობა განხორციელდა. მოსწავლეთა ჩართულობით დასუფთავდა სკოლის ეზო, სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა დაამზადეს დედამიწის მაკეტები , რითაც ხაზი გაუსვეს ბევრ აქტუალურ პრობლემას, რომელიც გადაჭრას საჭროებს. შედგა შეხვედრა იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის „სპექტრის“ წარმომადგენელთან, რომელმაც ჩაატარა ლექცია-გაკვეთილი ნარჩენების გადამუშავების შესახებ. გაკვეთილზევე მოსწავლეებმა პლასტმასის ბოთლებისგან დაამზადეს სხვადასხვა გამოსაყენებელი ნივთები და ახალი სიცოცხლე შესძინეს გამოუსადეგარ პლასტმასს.