იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში დაიწყო სოციალური პროექტის „ჩვენი უსაფრთხო მომავლისთვის“ განხორციელება.
პროექტის ფარგლებში, პირველი ვიზიტით, ჩვენი სკოლის მერვეკლასელები, სასწრაფო დახმარების ცენტრალურ ოფისს ესტუმრნენ.
მასპინძლობა, ქუთაისის სასწრაფო დახმარების ექიმებმა გაგვიწიეს. ადგილზე მისულებს დაგვათვალიერებინეს სასწრაფო დახმარების ავტომანქანები, მოსწავლეებს გააცნეს იქ არსებული აღჭურვილობისა და სამედიცინო ტექნიკის დანიშნულება, მომხარების წესები, მათი სამსახურის სპეციფიკა და, რაც მთავარია, მათ მისცეს საშუალება, გამოეცადათ სამედიცინო ტექნიკის მუშაობის თავისებურება. ისინი, თავად გახდნენ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების „პაციენტები“ და ადგილზე გაითამაშეს დაშავებულის გადარჩენისთვის აუცილებელი სამედიცინო მანიპულაცია.
შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ და შთამბეჭდავად ჩაიარა. შეხვედრა საკონფერენციო დარბაზში გაგრძელდა, სადაც მოსწავლეებმა დასვეს მათთვის საინტერესო კითხვები, რაზე მიიღეს ამომწურავი პასუხი.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები თავდაცვის სამინისტროს დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეით ბრიგადაში, საპატრულო პოლიციასა და სახანძრო-სამაშველო სამსახურებში.
პროექტის „ჩვენი უსაფრთხო მამავლისთვის“ დაგეგმვა და განხორციელება განპირობებულია იმ პროფესიათა პოპულარიზაციის მიზნითა და მომავალი თაობის მხრიდან მათი საქმიანობის სწორად აღქმისა და შეფასებისათვის ,რომლებიც უაღრესად დიდ როლს ასრულებენ როგორც საქართველოს ცალკეული მოქალაქის, ასევე სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის.
პროექტის ხელმძღვანელთა მიზანია, უსაფრთხოების თემატიკასა და საგანგებო სიტუაციების დროს მოქმედების შესახებ საგანმანათლებლო შეხვედრები ამ სიტემაში დასაქმებული შესაბამისი კომპეტენციის მქონე თანამშრომლებთან, რაც მიზნად ისახავს მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას.
პროექტის ორგანიზატორები არიან იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი მურად ჯიშკარიანი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი დარინა ყურუა და ჩვენი სკოლის მერვე კლასების დამრიგებლები: ნინო გიორხელიძე, მაკა ბოჭორიშვილი, ნათია გვეტაძე, მაკა ყურაშვილი, მზეო სალდაძე და ნანა ხარშილაძე
