გვირილობა 2025

image image image image image

გვირილობის დღესასწაული ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში საზეიმო ვითარებაში აღინიშნა. გიმნაზიელის ფორმაში გამოწყობილი გოგონები გვირილებს ჩუქნიდნენ მასწავლებლებს. სკოლის ჰოლში, IV გ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - ეკატერინე ძიგრაშვილის ორგანიზებით, საკუთარი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს, რომელიც თექისგან ჰქონდათ დამზადებული. შემოსული თანხა კი საქველმოქმედო საქმეს მოახმარეს.