ოჯახის სიწმინდისა და მშობელთა პატივისცემის დღე

image image image image image

ოჯახი ყველაზე ძვირფასი და მნიშნელოვანია თითოეული ადამიანის ცხოვრებაში. ის სიყვარულის, ერთობის, მხარდაჭერის ადგილია. ოჯახი განსაზღვრავს საზოგადოების სახეს, ის განაპირობებს ქვეყნის აწმყოსა და მომავალს. ბედნიერი ოჯახი ძლიერი საზოგადოების საფუძველია. სწორედ ამიტომ დაწესდა ჩვენს ქვეყანაში 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობელთა პატივისცემის დღედ. ამ დღესასწაულის აღსანიშნავად 16 მაისს სკოლაში გაიმართა ღონისძიება (ორგანიზატორები: მარინე ჭეიშვილი, ნინო არობელიძე). სცენაზე წარდგნენ შემოქმედი ოჯახები. მშობლებმა და შვილებმა ერთად შეასრულეს მუსიკალური ნომრები. მაყურებლები გაეცნენ ჩვენი სკოლის ნიჭიერ მოსწავლეებს, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ ხელოვნების გზაზე, და მათ მშობლებს, რომელთა თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის. ღონისძიებას ესწრებოდნენ მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთა შვილები ჩვენს სკოლაში იღებენ განათლებას. დამსწრე საზოგადოებას მიმართა სკოლის დირექტორმა, ბ-ნმა მ. ჯიშკარიანმა და მოძღვარმა, რომლებმაც ისაუბრეს ოჯახური ღირებულებების მნიშვნელობაზე. საინტერესო და ემოციებით დატვირთულმა ღონისძიებამ მაყურებელთა მოწონება დაიმსახურა.