მხატვრული კითხვის კონკურსი

image image image image image

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში, 23 მაისს, ქართული ენისა დ ალიტერატურის მასწავლებლების თამარ გუმბერიძისა და მარინა ჭეიშვილის ორგანიზებით, ამავე კათედრის თითოეული წევრისა და დაწყებითი კლასების მასწავლებელთა თანადგომით, მხატვრული კითხვის კონკურსი ჩატარდა.

კონკურსში მონაწილეობა მიიღეს I - XII კლასების მოსწავლეებმა. კონკურსანტებმა წაიკითხეს სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებები: ლექსი, მოთხრობა, იგავ-არაკი, პუბლიცისტური წერილი და სხვ.

კონკურსის მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებში მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაცია, მეტყველების კულტურის განვითარება, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა, ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა და წახალისება.

მოსწვალეები შეფასდნენ რამდენიმე კრიტერიუმით:

1. ტექსტის სწორად აღქმის უნარი - 2 ქულა

2. მეტყველების კულტურა - 2 ქულა

3. რითმისა და რიტმის შეგრძნება - 2 ქულა

4. ემოციის გამოხატვა - 2 ქულა

5. არტისტიზმის უნარი - 2 ქულა

კონკურსში მონაწილეობა მიიღო ჩვენი სკოლის ოთხმოცდახუთმა მოსწავლემ. მათი შემოქმედებითი უნარი შეაფასა ჟიურიმ. გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც დაჯილდოვდნენ შესაბამისი ხარისხის დიპლომებით. კონკურსის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სიგელებით.