პირველკლასელთა სასწავლო წლის დასასრული

image image image image image

 

პირველკლასელეთათვის, სასწავლო წლის დასასრული, დღესასწაულად აქციეს, იოსებ ოცხელის სახელობის მეორე საჯარო სკოლის დირექციამ და დაწყებითი კლასების მასწავლებლებმა.

სადღესასწაულო ღონისძებაზე პირველკლასელებს სამახსოვროდ ალბომები და სიგელები გადასცეს სასწავლო წლის წარმატებით დასრულებისათვის. ასევე დაჯილდოვდნენ ცოტა ხნის წინ, სკოლაში ჩატარებული მათემატიკის ტურში და კითხვის კონკურსში გამარჯვებული პირველკლასელები.

შთამბეჭდავი ღონისძიება დაუვიწყარ დღედ იქცა პატარებისთის.