ოლიმპიადაში გამარჯვებულთა დაჯილდოება

image image image image image

🟢სსიპ იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლაში წარმატებით დასრულდა შიდა სასკოლო ოლიმპიადა საბუნებისმეტყველო საგნებში (ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია).

🟢იდეის ავტორი და ერთ-ერთი ორგანიზატორი არის საბუნებისმეტყველო კათედრის ხელმძღვანელი, ქალბატონი მარინე რუსაძე. იდეის რეალიზაციას ხელი შეუწყვეს საბუნებისმეტყველო კათედრის პედაგოგებმა, სკოლის დირექტორმა ბატონმა მურად ჯიშკარიანმა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ. ცალკე აღსანიშნავია საქველმოქმედო ფონდ „მეალტრას“ მხარდაჭერა; კერძოდ, ფონდმა დააწესა ფულადი ჯილდო გამარჯვებულ მოსწავლეებზე და პედაგოგებზე.

🟢ოლიმპიადა მიმდინარეობდა 3 ტურად ფიზიკაში, ქიმიაში და ბიოლოგიაში. გარდამავალ ეტაპზე ოლიმპიადა ჩატარდა მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის.

🟢მესამე დასკვნით ეტაპზე, რომელიც გაიმართა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე წლის 10 ივნისს, გამოვლინდნენ გამარჯვებულები.

✅დიპლომები და ფულადი ჯილდო საქველმოქმედო ფონდ „მეალტრადან“ (თითოეულს შესაბამისად 200 და 300 ლარის ოდენობით) გადაეცათ შემდეგ მოსწავლეებს:

ნიკოლოზ ლაღაძეს ქიმია; მე-8 კლასი

ლიზი კობახიძეს ქიმია; მე-9 კლასი

გიორგი უჩაძეს ქიმია; მე-10 კლასი

აკაკი მორჩაძეს ფიზიკა; მე-10 კლასი

ნიტა ქარსელაძეს ბიოლოგია; მე-8 კლასი

ბარბარე წითურს ბიოლოგია; მე-8 კლასი

ლუკა ბანძელაძეს ბიოლოგია; მე-8 კლასი

დათო შავგულიძეს ბიოლოგია; მე-9 კლასი

ელენე მშვილდაძეს ბიოლოგია; მე-10 კლასი

მარიამ ფაცაციას ქიმია, ბიოლოგია, მე-8 კალსი

✅ დიპლომები გადაეცათ:

ნიკა ნადირაძეს ბიოლოგია-მე-8 კლასი

დაჩი ჩიქოვანს ბიოლოგია-მე-8 კლასი

მარიტა სულამანიძეს ბიოლოგია, მე-8 კლასი

იოანე ჩუბინიძეს ბიოლოგია-მე-8 კლასი

ლუკა ნადირაძეს ქიმია-მე-9 კლასი

✅სიგელები გადაეცათ:

კატო კორძაძეს მე-8 კლასი

იოანე გოდოლაძეს მე-8 კლასი

დემეტრე პაიკიძეს მე-8 კლასი

ალექსი ასათიანს მე-8 კლასი

თიკო გაბრიჭიძეს მე-9 კლასი

ანასტასია ერისთავს მე-9 კლასი

თეკლა კუჭავას მე-9 კლასი

მარიამ ტორაძეს მე-9კლასი

მანო მიქიაშვილს მე-10 კლასი

ლუკა გვანცელაძეს მე-10 კლასი

გაბრიელ სულამანიძეს მე-10 კლასი

✅სიგელი გადაეცა ყველა იმ მოსწავლეს, რომელმაც წარმატებით გადალახა ორი ეტაპი და მონაწილეობდა მესამე ტურში.

✅ასევე, სიგელები გადაეცათ პედაგოგებს

ნანა ხარაბაძეს, 

მარინე ჭეიშვილს, 

ხათუნა კიკალიშვილს 

ოლიმპიადაში მოსწავლეების წარმატებული მონაწილეობისთვის.

✅სიგელით აღინიშნა ქალბატონ მარინე რუსაძის ძალისხმევა ოლიმპიადის მაღალორგანიზებულ დონეზე ჩატარებისთვის.

✅დაჯილდოებაში მონაწილეობდნენ სსიპ იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი ბატონი მურად ჯიშკარიანი, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ბატონი შალვა კირთაძე, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი ბატონი იმერ ბასილაძე, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ბატონი მამული ბუჭუხიშვილი და საქველმოქმედო ფონდ „მეალტრას“ წარმომადგენელი, იურიდიული სამსახურის უფროსი ქალბატონი თათია ბოჭორიშვილი.

✅შიდა საკოლო ოლიმპიადა ერთ-ერთია იმ საინტერესო პროექტებიდან, რომელსაც უშუალოდ საბუნებისმეტყველო კათედრა ახორციელებს . მათ აქვთ მოლოდინი, რომ ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა აკადემიური მოტივაციის ამაღლებას და კიდევ უფრო საინტერესო გახდება ამ საგნების სწავლება. შიდა სასკოლო ოლიმპიადის საორგანიზაციო ჯგუფი ფინანსურ მხარდამჭერთან ერთად ფიქრობენ, რომ მომავალში ოლიმპიადა ჩატარდეს საქალაქო/რეგიონულ დონეზე. კიდევ ერთხელ ვულოცავთ ორგანიზატორებს, ოლიმპიადაში მონაწილე და გამარჯვებულ მოსწავლეებს, პედაგოგებს, მშობლებს, ყველა დაინტერესებულ პირს პროექტის წარმატებით განხორციელებას.