"ღირებულებების ფერადი ქარავანი"

image image image image image

ჩვენი სკოლის მეოთხეკლასელები უალამაზესი ღონისძებით გამოემშვიდობნენ თავიანთ პირველ მასწვალებელს და ცხოვრების ეს ეტაპიც ლამაზად დახურეს.

ღონისძება „ღირებულებების ფერადი ქარავანი“ მიეძღვნა სიყვარულს, მეგობრობას, ერთგულებას, პატრიოტიზმს, სიკეთეს და რაც მთავარია - გზას, უკეთესი მომავლისაკენ!

ჩემო საყვარელო მეოთხეკლასელებო,

ჩვენ, თქვენმა მასწვალებლებმა, თქვენთან ერთად ერთი განსაკუთრებული ეტაპი დავასრულეთ — ერთად გამოვიარეთ ოთხი წლის მოგზაურობა, რომელიც ერთდროულად იყო ზღაპრული და სავსე შრომით, სიხარულითა და უამრავი აღმოჩენით.

ეს ოთხი წელი იყო თქვენი პირველი დიდი ნაბიჯი ცოდნის სამყაროში — გზა, რომელიც ანბანის შესწავლით დაიწყო და გაგრძელდა წერა-კითხვის სწავლით... ეს იყო ის გზა, რომელმაც განსაზღვრა თქვენი მომავალი და დამოკიდებულება განათლებისა და ღირებულებებისადმი.

ამ წლების განმავლობაში ჩვენ მხოლოდ მასწავლებელები არ ვყოფილვართ თქვენთვის — ჩვენ ვიყავი ის ადამიანები, რომლებიც ღიმილით გხვდებოდით ყოველ დილით საკლასო ოთახში, ვინც გეიმედებოდით, ვინც გიყვარდით, ვინც გამშვიდებდით, როცა თვალებში ცრემლი გიბრწყინდებოდათ, ვინც გითბობდით გულს და გილოცავდით წარმატებას. ბევრჯერ ვიყავით თქვენთვის დედაც — ვინც გედგათ გვერდით, არა მხოლოდ სწავლაში, არამედ ცხოვრებაშიც.

დღეს უკვე ბუდიდან გაფრინდით — ის პატარა გოგოები და ბიჭები, რომლებმაც ანბანის ასოები თოთო ხელებით დაწერეთ, დღეს უკვე მომზადებულები ხართ ახალ საფეხურზე გადასასვლელად. ახლა თქვენს გვერდით სხვა მასწავლებლები დადგებიან, რომელბიც დაგეხმარებიან სამყაროს უკეთ შეცნობასა და ცოდნის გზაზე სიარულში.

მაგრამ იცოდეთ — რაც არ უნდა შორს წახვიდეთ, სადაც არ უნდა იყოთ, ჩვენს შორის გაბმული ის უხილავი ძაფი, არასოდეს გაწყდება.

თქვენ მუდამ იქნებით ჩვენი პირველი მოწაფეები — ჩვენი გულის ნაწილი.

გემშვიდობებით სიყვარულით და იმედით, რომ თქვენი გზა განათლებით, სიკეთითა და ბედნიერებით იქნება სავსე. გახსოვდეთ, ყოველთვის გელოდებით ღიმილით და გახსნილი გულით.

სიყვარულით,

თქვენი პირველი მასწავლებლები