კონკურსი ,,ჩვენი საქართველო"

image image image

,,ჩვენი საქართველოს" მასწავლებელმა ნინო დათაშვილმა, ცოდნის შეჯამების, შესწავლილი მასალის განმტკიცებისა და გაღრმავების მიზნით, ჩაატარა კონკურსი, სადაც ერთმანეთს 5 გუნდი ეჯიბრებოდა.

მოსწავლეები განსაკუთრებულად მოემზადნენ ამ დღისათვის, მოიწვიეს მშობლები და მათი გულშემატკივრობით გამხნევებულებმა ეს დღე დიდ ღონისძიებად აქციეს.

კონკურსს აფასებდა კომპეტენტური ჟიური.

მრავალფეროვან, საინტერესო კუთხვებზე პასუხებით მოსწავლეებმა წარმოაჩინეს საქართველოს კუთხეების კარგი ცოდნა, გამოავლინეს გუნდური მუშაობის უნარები.

აღსანიშნავია, რომ ქულათა შორის სხვაობა იყო მინიმალური, რაც კლასის საერთო მომზადებაზე მიანიშნებს. კაპიტნების კონკუსის შემდეგ გამოვლინდა საბოლოო გამარჯვებული გუნდი, რომელსაც გადაეცა გარდამავალი თასი.

ღონისძიება ცეკვითა და სიმღერებით გაალამაზეს კონკურსის მონაწილე მოსწავლეებმა.