კონკურსი "ვინ უკეთ ისწავლა ისტორია"

image image image

2024-2025 სასწავლო წლის ბოლო კვირა მეტად საინტერესოდ და სახალისოდ მიმდინარეობდა.

7 ივნისს , ისტორიის მასწვალებლის ნინო დათაშვილის ორგანიზებით, VII ა (დამრიგებელი ნინო არობელიძე) და VII დ (დამრიგებელი ნანა ხარაბაძე) კლასებს შორის ჩატარდა კონკურსი ,,ვინ უკეთ ისწავლა ისტორია" .

ერთმანეთს ხვდებოდა თითოეული კლასის 2-2 გუნდი.

ისტორიის მასწავლებელმა ნინო დათაშვილმა მოსწავლეებისათვის ძალიან საინტერესო და სახალისო კითხვები მოამზადა. რომლის მიზანიც იყო მიმდინარე სასწავლო წლის მანძილზე შესწავლილი მასალის გამეორება, ცოდნის განმტკიცება და ცნობიერების გაღრმავება. ოთხივე გუნდი შესანიშნავად პასუხობდა დასმულ შეკითხვებს. აქტივობის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა ინკლუზიური განათლების პრინციპების დაცვას. შეხვედრაში აქტიურად ჩაერთნენ მოსწავლეები, მათ შორის ისინიც, რომელთაც სწავლაში ინდივიდუალური მხარდაჭერა სჭირდებათ.

ერთ-ერთმა მოსწავლემ, რომელიც ჩართულია ინკლუზიური განათლების ფარგლებში გათვალისწინებულ ინდივიდუალური მხარდაჭერის პროცესში გამოავლინა ინიციატივა, მოტივაცია და თანამშრომლობის უნარი, მან მუშაობის შედეგად შექმნა თემატური მაკეტები, რომლებიც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა კაპიტნების კონკურსში საბოლოო ქულის გადაწყვეტის პროცესში.

ეს მაგალითი ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინკლუზიური და მხარდამჭერი სასწავლო გარემო — სადაც ყველა მოსწავლეს ეძლევა საშუალება გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები და განივითაროს აკადემიური და სოციალური უნარები.

კონკურსს აფასებდა ჟიური.

გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი მე-7 ა კლასიდან.