ქალაქის საკალათბურთო ლიგის გამარჯვებული იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის კალათბურთელთა გუნდი გახდა! გუნდის ხელმძღვანელი კი ბატონი ნუგზარ ვაშაყმაძე გახლავთ. 
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში მიმდინარე ,,თავისუფლების თამაშები" ამჯერად კალათბურთში გაიმართა. 
საკალათბურთო ტურნირი, 5 ივნისს, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სპორტის დარბაზში ჩატარდა.
შეჯიბრებაში ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების, გოგონათა და ვაჟთა გუნდები მონაწილეობდნენ. მათ შორის იყო ჩენი სკოლის კალათბურთელთა გუნდი, რომელმაც ვაჟთა შორის პირველი ადგილი მოიპოვა. 
ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველის მოადგილე ვაჟა უნგიაძემ და საშეჯიბრო განყოფილების უფროსმა მანანა მანაგაძემ, გამარჯვებულები და პრიზიორები, თასებით, მედლებითა და დიპლომებით დააჯილდოვეს.
შდეგები 
ვაჟთა შორის
I ადგილი - მე-2 საჯარო სკოლა
II ადგილი - 33-ე საჯარო სკოლა
III ადგილი - 41-ე საჯარო სკოლა
