"მშობლები საუბრობენ პროფესიებზე"

image image

მშობლის პროფესია დიდწილად განსაზღვრავს შვილის არჩევანს, სამომავლოდ, პროფესიის არჩევაში.

III ე კლასის დამრიგებლის ინგა მეტონიძის ორგანიზებით , გაიმართა მშობლებთან შეხვედრა, სადაც მათ მოსწავლეებს საკუთარი პროფესიები გააცნეს.

მშობელთა ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე , მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოხატეს მშობელთა პროფესიების მიმართ და აქტიურად ჩაერთვნენ სხვადასხვა აქტივობებში.

„მშობელთა ჩართულობა“ ნიშნავს მშობლების მონაწილეობას რეგულარულ, მრავალმხრივ კომუნიკაციაში, მოსწავლის სასწავლო პროცესში და სკოლის სხვადასხვა ღონისძიებებში.

მშობლის მონაწილეობა შვილის განათლების პროცესში მოსწავლის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს. კვლევების თანახმად, მოსწავლეები, რომელთა მშობლებიც აქტიურად მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროცესში, უკეთეს შედეგებს აღწევენ, იღებენ უკეთეს შეფასებებს , აქვთ უფრო მაღალი აკადემიური მიღწევები და უფრო ხარისხიანად შესრულებული საშინაო დავალებები, მათი დასწრების მაჩვენებელი უფრო მაღალია და გამოირჩევიან პოზიტიური ქცევით, კეთილგანწყობილი არიან სკოლის მიმართ და აქვთ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენა.

მადლობა, პროექტში ჩართულ ყველა მშობელს ,ერთობლივი მუშაობისთვის !